Wednesday, March 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა, მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის მიმართ სიყვარულის გამოსახატად – თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ და ამისთვის ვიბრძოლებთ, უფალი შეგვეწევა” – მეუფე შიო

March 25, 2026
“ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა, მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის მიმართ სიყვარულის გამოსახატად – თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ და ამისთვის ვიბრძოლებთ, უფალი შეგვეწევა” – მეუფე შიო

მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საოცარი ერთიანობა, სიყვარული ღვთისადმი, პირადად მისდამი – ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, რომ ჩვენ, ღვთის შეწევნით, შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე მოიტანეს ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა, წინაპრებმა და მათ შორის, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა – ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ ისაუბრა პატრიარქის პატივის მისაგებად მისულ ადამიანებზე და აღნიშნა, რომ „ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა“.

„აი, ეს დღეები, ძვირფასო ძმებო და დებო, უმძიმესია ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერო ნუგეშიც და სიხარულიც. აი, ჩვენ ველოდით, რა შეიძლება, როგორ გამოვლინდება ეს და ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საოცარი ერთიანობა, საოცარი სიყვარული ღვთისადმი, პირადად მისდამი, მაგრამ მასში ხომ ეკლესიას, ღმერთს განადიდებს ჩვენი ერი და ღმერთს მადლობას უხდის. ვიმეორებ, ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, დიდ ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენ ღვთის შეწევნით შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე მოიტანეს ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა, წინაპრებმა და მათ შორის, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა – ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა. თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ, თუ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენ და შეგვაძლებინებს, როგორც ჩვენი საეკლესიო ავტოკეფალიის შენარჩუნებას, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, მოიხსენოს, შეიწყალოს და აცხონოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის უკვდავი სული. ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • პირი, რომელმაც სიონის ტაძარში კობახიძის, ყაველაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მისამართით თქვა: “დროა ხელისუფლებამ პასუხი აგოს” – ირაკლი ხომასურიძეა
  • “ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და მუხლი, მეტი არაფერი – საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან, მტკიცებულებები არ არის” – გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge