Wednesday, March 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები – რას ამბობენ ადგილობრივები

March 25, 2026
ფულის გამოძალვა ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის „ფოლადას“ სახელით – დაკავებულია 2 პირი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობებით, ბრალდებული შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა და, წინასწარი ინფორმაციით, თვითდაზიანებებიც მიიყენა.

ადგილობრივების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი დიდ დროს ატარებდა კომპიუტერთან და აქტიურად თამაშობდა კომპიუტერულ თამაშებს. სამართალდამცველებმა ამოიღეს მისი კომპიუტერული მოწყობილობა და ტელეფონი, რომლებიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

დაკავებულის მამა ადასტურებს, რომ მისი შვილი თითქმის მუდმივად კომპიუტერთან იყო, თუმცა რა ტიპის თამაშებს თამაშობდა, მისთვის უცნობია. მისი თქმით, დანაშაულის შემდეგ ახალგაზრდა ტყეში გაიქცა, სადაც სამართალდამცველებმა იპოვეს – მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სისხლიანი ტანსაცმელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრებ, 1968 წელს დაბადებულ პირს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და მუხლი, მეტი არაფერი – საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან, მტკიცებულებები არ არის” – გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე
  • “წმინდა სინოდში დაპირისპირება არ არის” – დეკანოზი გიორგი
  • “შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა ავტოკეფალიის მოპოვებისთვის” – მეუფე შიო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge