Tuesday, June 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მე მინდა, მამა შალვას მივმართო და დავპატიჟო რუსთაველზე – ამბიონიდან კიცხვას იქნებ სჯობდეს, რომ პირდაპირ დაელაპარაკოთ იქ მყოფ ადამიანებს და გაარკვიოთ, ისეთი რა აწუხებს ამ ხალხს” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

March 25, 2026
“მე მინდა, მამა შალვას მივმართო და დავპატიჟო რუსთაველზე – ამბიონიდან კიცხვას იქნებ სჯობდეს, რომ პირდაპირ დაელაპარაკოთ იქ მყოფ ადამიანებს და გაარკვიოთ, ისეთი რა აწუხებს ამ ხალხს” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

“მე მინდა, მამა შალვას მივმართო და დავპატიჟო რუსთაველზე – ამბიონიდან კიცხვას იქნებ სჯობდეს, რომ პირდაპირ დაელაპარაკოთ იქ მყოფ ადამიანებს და გაარკვიოთ, ისეთი რა აწუხებს ამ ხალხს” – ამბობს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და მამა შალვა კეკელიას განცხადებას პასუხობს.

“მამა შალვა კეკელიას გამოსვლა ვნახე, სადაც ის რუსთაველზე მდგომ უწყვეტ პროტესტში მყოფ ადამიანებს კიცხავს და საკმაოდ ისეთი ემოციური ტონით თან და კიცხავს იმაზე პროტესტი როგორ არ შეწყვიტეთ პატრიარქის გლოვის დღეებშიო. თითქოს რუსთაველზე საღამოს ორი საათით დგომა აკნინებს პატრიარქის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს და სევდას იმ ადამიანებში, ვისაც ის უყვარდა.

მე მინდა, მამა შალვას მივმართო და დავპატიჟო რუსთაველზე. იქნებ მოხვიდეთ ერთ საღამოს, მამა შალვა. ამბიონიდან კიცხვას იქნებ სჯობდეს, რომ პირდაპირ დაელაპარაკოთ იქ მყოფ ადამიანებს და გაარკვიოთ, ისეთი რა აწუხებს ამ ხალხს, რომ თითქმის 500 დღეა ქარში, წვიმაში, თოვლში ყოველ საღამოს გამოდიან და დგანან რუსთაველზე. რატომ არ მოდიხართ, რისი მოლოდინი გაქვთ, რა გაშინებთ, რომ უსამშობლოებში აღმოჩნდებით და ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებთ იქ რუსთაველზე?

ასეც რომ იყოს, ვთქვათ, მართლა უსამშობლოები ვართ, მართლა უჯიშოები ვართ, მართლა ყველანი აგენტები ვართ. ირაკლი ლომოური, ასაკოვანი ადამიანი, რომელსაც სიარულიც კი უჭირს, რომელიც ყოველ საღამოს მოდის იქ რუსთაველზე, საკუთარი სკამით რომ მოდის, რადგან დიდხანს ვერ დგას ფეხზე. ისიც ვთქვათ, ყველა მართლა აგენტები ვართ, შეცდენილები ვართ და თქვენი გადმოსახედიდან, დაკარგული სულები. ამ შემთხვევაში თქვენი საქმე რა არის? ამბიონიდან ჩვენი კიცხვა? მაგისთის გაცვიათ ანაფორა? ასე ფიქრობთ, რომ გადაარჩენთ ჩვენს სულებს თუ საერთოდ არ არის ჩვენი სულების ხსნა თქვენი საქმე” – ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მამა შალვა კეკელიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა: “ხომ შეიძლებოდა, რამდენიმე დღით შეეწყვიტათ ეს პროტესტი, მაგრამ, ვფიქრობ, ეს სექტანტური აზროვნება უფროა”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სასამართლოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქმეში წარმოდგენილი კომუნიკაციების შინაარსი, რომელიც ასახავს არასრულწლოვნების გულგრილ დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ” – გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე
  • “მიხეილ სააკაშვილმა პოლემიკას წერტილი დაუსვა – წარსულის ცალკეულ კოშმარებთან ბრძოლა არ უნდა დაეტყოს ჩვენს ბრძოლას, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს, წარსულის ტრავმებით ნუ ვიხელმძღვანელებთ” – ლევან ბეჟაშვილი
  • “2025 წლის 1-ელი ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 15 „კანონიერი ქურდი“, აგრეთვე „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ სხვა დანაშაულებში მხილებული 335 პირი” – კობახიძის ანგარიში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge