Wednesday, March 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება

March 25, 2026
“აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში, აპრილიდან, მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების სიახლეებზე საუბრისას კახა კალაძე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერია განაგრძობს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების და მოზარდების აქტიურ მხარდაჭერას და შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.

„თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას განაგრძობს და შესაბამის პროგრამაში ცვლილებებს მუდმივად ახორციელებს, რათა ვინმე არ დაგვრჩეს მხარდაჭერის გარეშე. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის სეანსები აპრილიდან 2 700 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 13 000 000 ლარია და ბავშვსა და მოზარდზე მორგებული ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი 20 სეანსი ფინანსდება. თერაპიული სეანსები მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება. რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, პერიოდულად მათი რიცხვიც იზრდება, რაც მისასალმებელია. დღეისთვის პროგრამას 15 ცენტრი ემსახურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის სურვილია, არცერთი ბავშვი, თუ მოზარდი არ დარჩეს მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყების დროისთვის, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი, დაახლოებით, 500 000 ლარს შეადგენდა.

„მას შემდეგ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი. ასევე მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობამ. გარდა ამისა, მერიის პროგრამის ფარგლებში, თერაპიული სეანსები თავიდან მხოლოდ 2-დან 14 წლის ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, დარგის სპეციალისტებთან და შესაბამისი ასოციაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ 2018 წლიდან პროგრამაში ჩართული მოზარდების ასაკი 18 წლამდე გაზარდა. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, რომელიც მუშაობს. ჩვენი მიზანია, რომ მშობლებს მაქსიმალურად შეგისუბუქოთ მდგომარეობა, დაგეხმაროთ, გვერდით დაგიდგეთ და ჩვენი მხრიდან გქონდეთ ყველანაირი მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სიბრალული მიჩნდება შენ მიმართ, სპორტსმენი ვარ, ბავშვებს ქალის, მოხუცის პატივისცემას ვასწავლი. გამორიცხულია, ხელით შეგხებოდი” – კირვალიძე მოწმე პოლიციელს
  • სკოლის აშენების მოთხოვნით ნაძალადევის რაიონში მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს
  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ საპატრიარქოში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას მიიღო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge