Wednesday, March 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს არის მაგალითი იმისა, რომ სისხლის სამართლის სისტემას განსხვავებული აზრის დასასჯელად იყენებენ” – Amnesty International ხოშტარიაზე

March 25, 2026
“ეს არის მაგალითი იმისა, რომ სისხლის სამართლის სისტემას განსხვავებული აზრის დასასჯელად იყენებენ” – Amnesty International ხოშტარიაზე

“ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებენ სისხლის სამართლის სისტემას განსხვავებული აზრის დასასჯელად” – ასე ეხმაურება საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის 1,5-წლიანი პატიმრობის მისჯას.

როგორც ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი აცხადებს, ხოშტარიასთვის პატიმრობის მისჯა მის პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირდება.

Amnesty International ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ გააუქმოს ხოშტარიას პატიმრობა და ყველა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმე დაუყოვნებლივ დაასრულოს.

“პროტესტის დროს გამოხატულ სიმბოლური აქტისთვის – ქუჩაში გამოკრულ პოსტერზე რთულად შესამჩნევი წარწერისთვის – ელენე ხოშტარია ციხეში წელიწად-ნახევარს გაატარებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებენ სისხლის სამართლის სისტემას განსხვავებული აზრის დასასჯელად. მშვიდობიანი პროტესტის დროს არაძალადობრივი, უმნიშვნელო ქმედებისთვის კრიმინალურ სასჯელის გამოყენება არის გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვა. ასეთ შემთხვევებში პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული.

ელენე ხოშტარიას საქმეზე სასჯელის ასეთი სიმკაცრე უკავშირდება არა მატერიალურ ზიანს, არამედ მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სიმბოლურ ზიანს, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა.

პასუხისმგებელმა პირებმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ის და გადახედონ მის სასჯელს – დაასრულოს ყველა პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მის წინააღმდეგ”, – წერია კრივოშეევის განცხადებაში.

მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული რიგი საკითხები ახლებურად დარეგულირდება
  • სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავზე, მოქალაქეები დილიდან მიდიან
  • საპატრულო პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ დაფასოებული 108 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის 2 მოქალაქე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge