ეს არის სრული სიგიჟე რაც ხდება, აქ უკვე არც ელენეზეა, არც ანდროზე, არც პოლიტპატიმრებზე, ზოგადად არის ფსკერი, უსამართლობის პიკი, – ამის შესახებ ელენე ხოშტარიას დედამ, ირინა გუნცაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მას არ გაჰკვირვებია სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი.
ირინა გუნცაძის თქმით, მისი შვილი სალი კლდეა და მას ვერავვინ მოერევა.
ეს არის რული სიგიჟე რაც ხდება, აქ უკვე არც ელენეზეა, არც ანდროზე, არც პოლიტპატიმრებზე, ზოგადად არის ფსკერი, უსამართლობის პიკი. ველოდი, რადგან პარანოისთან გვაქვს საქმე.
მე თქვენ დაგპირდით, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებთ, ასეც იქნება. ისიც გითხარით, რომ ელენე არის სალი კლდე, მაგას ვერ მოერევით, გაიგეთ?
იცით, რა შეგრძნება მაქვს? რუსეთი და ბელორუსია კი არა, ირანი მგონია, აზია მგონია ეს ყველაფერი. მთელი ცხოვრება, საუკუნეებია ვიბრძვით ევროპისთვის, თავისუფლებისთვის და აქ აზია მოაწყვეს. უკვე ევროპის პირზე ვიდექით და რა ქნეს ამათმა? ესენი რომ მიუშვა უარეს იზამენ, ყველაფერზე არიან წამსვლელები. ამდენი ტყუილი და სიყალბე წარმოუდგენელია.
არავითარი დიალოგი, რა დიალოგი მაგათათან, ესენი დაამთავრებენ ძალიან ცუდად, აქ ორი აზრი არ არსებობს. მიდიან უკან-უკან, ჩვენ მაგრად ვართ, – განაცხადა ირინა გუნცაძემ.
ბიძინამ სასაწაული საშინელება ჩაიდინა, რა მოაწყო საქართველოში, რა გაუბედა ისტორიას, გმირებს, ეს რა არის საერთოდ, – დასძინა მან.
