საქმეში წარმოდგენილი იყო თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეესწრო და გადაიღო დანაშაულის ჩადენის ფაქტი,- ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას საქმის პროკურორმა მარიამ წულაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოსის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო.
„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით მას ერთი წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქმეში წარმოდგენილი იყო თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეესწრო და საკუთარი მობილურის საშუალებით გადაიღო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე, ექსპერტიზის დასკვნები.
ზიანი, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მინიმალურ ზიანს აღემატებოდა და შესაბამისად ეს მტკიცებულებები საკმარისი იყო, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო“, – განაცხადა მარიამ წულაიამ.
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.
არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.
