Tuesday, March 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მოსამართლე გიორგი არევაძე განმარტავს, რატომ გამოიტანა ელენე ხოშტარიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი

March 24, 2026
მოსამართლე გიორგი არევაძე განმარტავს, რატომ გამოიტანა ელენე ხოშტარიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი

მოსამართლე გიორგი არევაძე განმარტავს, რატომ გამოიტანა ელენე ხოშტარიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.

არევაძის განმარტებით, ხოშტარიას მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა, ვინაიდან წარსულში ხოშტარიას წინააღმდეგ 16 ადმინისტრაციული საქმე იყო წარმოებული და არცერთ მათგანზე შეფარდებული ჯარიმა არ გადაუხდია.

„დანაშაულს ადასტურებს ტელეკომპანიის მიერ გადაღებული კადრები. ასევე, დაცვის თანამშრომლის მიერ გადაღებული კადრები. ზიანი ჯამში 570 ლარს შეადგენს. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბანერის აღდგენა შეუძლებელია.

არ არსებობდა სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები. მის მიმართ 16-ჯერ იყო ადმინისტრაციული საქმე წარმოებული და არცერთი დაკისრებული ჯარიმა არ აქვს გადახდილი. ასევე, ჰქონდა შეფარდებული გირაო, რომელიც არ გადაიხადა. ზარალი არ აქვს ანაზღაურებული და დანაშაულს არ აღიარებს“, – განაცხადა გიორგი არევაძემ.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს.

ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს 1 აპრილს განიხილავს
  • სასამართლოში ე.წ. კანონიერი ქურდების საქმეზე პროცესი იწყება – მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს
  • ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, 25 მარტს სიონში დაგეგმილია პარაკლისი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge