Tuesday, March 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ქართულმა „ენჯეოებმა“ ამ მძიმე დღეებში ერთი სამძიმარიც ვერ გაიმეტეს, აი, ასე წაართვეს მათ ქართველობა” – შალვა პაპუაშვილი

March 24, 2026
“ქართულმა „ენჯეოებმა“ ამ მძიმე დღეებში ერთი სამძიმარიც ვერ გაიმეტეს, აი, ასე წაართვეს მათ ქართველობა” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ იხილა რამდენიმე ასეული ე.წ. პროტესტში მყოფი ადამიანი მილიონობით ქართველის საპირწონედ.

„ბოლო დღეებმა გვაჩვენა, რომ წლების განმავლობაში საზღვარგარეთიდან დახარჯული მილიონები ტრენინგებზე, სემინარებზე, ტვინის გამორეცხვასა და სხვადასხვა აქტივობებზე, პატრიარქის დაკრძალვის ერთმა დღემ წყალში ჩაყარა. ამ ერთმა დღემ გვაჩვენა, რომ ვერაფერი მოერევა იმ სულიერ სიძლიერეს, რომელიც პატრიარქმა საქართველოში შექმნა. ეს ჯგუფები წლების განმავლობაში სწორედ ამის დაკნინებას ცდილობდნენ. ამ დღეებშიც სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა სხვადასხვა კადრები, მათი გამონათქვამები, ციტატები, კიდევ ერთხელ გახსენდება ადამიანს, რა სიბინძურეს კადრულობდნენ ეს ადამიანები. მათი ნაწილი ევროპის სხვადახვა პრიზის მფლობელია. გვარამია საერთაშორისო ჟურნალისტიკის გამორჩეული პრიზებით დაჯილდოებული ადამიანია და მათი მხრიდან გულში ჩახუტებული, ასევე სხვადასხვა „ენჯეოები“. ქართულმა „ენჯეოებმა“, რომლებსაც ქართული პასპორტი უდევთ ჯიბეში, ერთი სამძიმარიც ვერ გაიმეტეს ამ მძიმე დღეებში, როდესაც სხვა ქვეყნებში რაიმე თუ მოხდება, წუთს არ გამოტოვებენ, საკუთარი სოლიდარობა რომ არ დაუდასტურონ. საქართველოში როდესაც ამხელა ტრაგედია იყო, ამ „ენჯეოებმა“ სამძიმრის ერთი სიტყვაც კი ვერ გამონახეს. რას გამონახავდნენ, როდესაც ვხედავდით, როგორ ესხმოდნენ თავს საპატრიარქოს, ეკლესიას თავს ესხმოდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ყველას ახსოვს, საპატრიარქოს მიმართ რა კამპანიები ჰქონდათ უცხოური დაფინანსებით.

„ერთი მხრივ, გამოჩნდა ქართული ერის სიძლიერე, პატრიარქის მემკვიდრეობის სიძლიერე, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანტიქართულის სიმბოლო არიან, ყველაფერი იმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო არიან, რასაც ქართული ჰქვია. ირონიით ამბობდნენ, თითქოს ქართველობას გვართმევს ვინმეო? და ვინც ამ დღეებში ვიხილეთ, ისინი არ არიან ქართველობა წართმეული ადამიანები?! გარედან შეკვეთით, გარედან დაფინანსებით, გარედან ლაურეატობის და პრიზების გადაცემით რეზოლუციების მიძღვნით, აი, ასე წაართვეს მათ ქართველობა. საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც დიახ, წაართვეს ქართველობა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეებში მათ არათუ მწუხარების სიტყვები ვერ გამონახეს, პირიქით, ეს დღეები კვლავ გამოიყენეს ქვეყნის, ერის, ეკლესიის ლანძღვისთვის, დაკნინებისთვის, სხვების დიდებისთვის და საკუთარის დაკნინებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რატომ ვერ გამოინახა ადგილი პატრიარქის დაკრძალვაზე ოპოზიციისა და ყოფილი პრეზიდენტებისთვის – რას პასუხობს პაპუაშვილი ჟურნალისტებს
  • “გამოვდივარ წინადადებით, დაიკიდოს კალაძის პორტრეტი ლუვრში მონა ლიზას თავზე” – შალვა ნათელაშვილი
  • “ელენესა და დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება უნდა შეწყდეს” – ALDE

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge