თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვალეობა მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს 240 ლარის უკან დაბრუნებას სთხოვს.
ოფიციალურ წერილს, რომელი 19 მარტით თარიღდება, მსახიობი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
თეატრის ადმინისტრაცია მსახიობს თანხის დასაბრუნებლად ვადას 31 მარტამდე აძლევს. საუბარია 5 სამუშაო დღის შრომის ანაზღაურებაზე.
“სსიპ – თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახლემწიფო თეატრში დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, 2026 წლის 20 თებერვალს. თქვენზე გაიცა თებერვლის თვის სრული თანამდებობრივი სარგო. თუმცა თქვენი პირადი განცხადების საფუძველზე, 25 თებერვლიდან შეგიწყდათ შრომითი ხელშეკრულება და თებერვლის თვეში, თქვენს მიერ ფაქტიურად ნამუშევარმა დღეების ოდენობამ შეადგინა 15 სამუშაო დღე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მარტისა ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოთ ზედმეტად გაცემული 5 სამუშაო დღის შრომის ანაზღაურება, ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად
მიმღები – სახელმწიფო ხაზინა TRESGE22
ანგარიში – სახაზინო კოდი: 302009921
თანხის უკან დაბრუნება – 240.10 ლარი
სავალდებულოდ მისათითებელი დამატებითი დანიშნულება – პროგრამული კოდი 33 02 01 00 ვალდებულება #46; საგადახდო მოთხოვნა #206, მუხლი 21111 თანამდებობრივი სარგო
პატივისცემით.
მოვალეობის შემსრულებელი” – ვკითხულობთ წერილში.
ახალი თეატრი ნანკა კალატოზიშვილმა 21 თებერვალს, სხვა კოლეგებთან ერთად, მას შემდეგ დატოვა, რაც სინდისის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ბანერი შენობის ფასადიდან ჩამოხსნეს.
