Monday, March 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა

March 23, 2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა, – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

„სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. სააგენტოს კახეთის, იმერეთისა და აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმე ზ.თ.-ს (მის: ქ.სიღნაღი სოფ: ჯუგაანი) ყველის საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

ინდივიდუალური მეწარმე გ.მ. (მის: ვანი, სოფ. სალხინო) ყველის გადამუშავებას ეწეოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ობიექტზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი (სულგუნი) და ნადუღი. ამავდროულად, მზა სურსათი არ იყო ეტიკეტირებული.

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ფიზიკური პირი ა.ხ.-ს (მის: საჩხერე, სოფ ჯალაურთა) კუთვნილ არალეგალურ ყველის საწარმოშიც. ბიზნესოპერატორი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ გამოვლინდა სავალდებულო აღიარების და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე რძის შემცველი პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის ფაქტებიც. ფიზიკური პირი დ.ს. (მის: ქ. ბათუმი, ჩოლოყაშვილის ქ N 89) ჰიგიენური ნორმებისა და შენახვის პირობების დარღვევით ახდენდა რძის შემცველი პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას. სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა შპს „გურიაც“ (მის: ქ. ბათუმი, კომახიძის 83ა).

ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
  • “როცა რამდენიმე ათეული მოძალადის ქმედებები იდენტურია და ხორციელდება ერთ დღესა და ერთ სივრცეში, ეს წარმოადგენს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას” – პროკურორი
  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge