Monday, March 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გუშინ, გასვენებაში იყო ფარისევლების შემოსევა – ბიძინა ივანიშვილს ორი ადამიანი – პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით” – მიხეილ სააკაშვილი

March 23, 2026
“მოვუწოდებ ივანიშვილს, საახალწლოდ გამოუშვას აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

ბიძინა ივანიშვილს ორი ადამიანი – პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით, პატრიარქი განსაკუთრებით – ივანიშვილი საუბარს ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის ლანძღვით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქართული ეკლესიის განადგურებაა.

„გუშინ, ქართულ მიწას ჩვენი სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მიაბარეს. ის იყო ჩვენი იდენტობის ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი მოღვაწე, ასევე ჩემი მეგობარი.

გუშინ, გასვენებაში იყო ფარისევლების შემოსევა. ივანიშვილს ორი ადამიანი – პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით, პატრიარქი განსაკუთრებით. ივანიშვილი საუბარს ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის ლანძღვით.

გუშინ რაღაც სიტყვა დაუწერეს. პატრიარქს ბოლო წლები ივანიშვილმა ჯოჯოხეთად უქცია. ჯერ ე.წ. „ციანიდის“ სკანდალი აუგორეს, რომელიც სპეცოპერაცია იყო. ამ ამბის შემდეგ პატრიარქი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ივანიშვილმა საპატრიარქოში დაუნიშნა მაყურებელი. შემდეგ იყო „კრებსების“ სკანდალი, სადაც აღმოჩნდა, რომ პატრიარქს უსმენდნენ, ეს წარმოუდგენელია. ჩემს დროს სპეცსამსახურები ახლოს არ ეკარებოდნენ და უკიდურესად ფრთხილები იყვნენ ეკლესიის საკითხებში. ეს სფერო სრულიად ხელშეუხებელია. ესენი მთელი აზარტით და აქტიურად უსმენენ. პატრიარქი მოაქციეს სრულ იზოლაციაში. ამის უამრავი მაგალითი მაქვს, პრაქტიკულად მისი სახელით ჩადიოდნენ იმას, რაც მათ სურდათ და რუსებს.

ახლა ამ სპეცოპერაციის საბოლოო ეტაპი დგება – ეკლესიის განადგურება, რადგან საქართველოს ეკლესია არის, ქვეყნის იმუნიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი და თუ ქართულ ეკლესიას გაანადგურებ, ასევე ანადგურებ ერის იდენტობასა და იმუნიტეტს. ივანიშვილისთვის ნებისმიერი ინსტიტუტი მიუღებელია – სახელმწიფო და ეკლესიის ავტორიტეტი ქვეყანაში. არსებობს მხოლოდ პუტინი, ის და მისი კერძო საკუთრება.

პატრიარქის ანდერძიც ალბათ სადღაც გააქრეს, სუს-ში პატრიარქის გარდაცვალებიდან 2 საათში შეიქმნა შტაბი, მეუფეები გადანაწილებულები ჰყავთ. მზადდება ეკლესიაში ეგზარქოსის დასმა და ეკლესიის განადგურება.

მე ახლა მოვაწერ ხელს მიმართვას, რომ მისი კანონიზაცია დაიწყოს და მისი წმინდანად გამოცხადების პროცესი.

მადლობა გიულის [გიული ალასანია], რომ ბლოკადა გაარღვია და მივიდა პატრიარქის გასვენებაში. მე და გიული ბოლოჯერ 2017 წელს ვიყავით პატრიარქთან, ბერლინში, საავადმყოფოში. მიმეორებდა – „ბატონო მიხეილ დაბრუნდი უკან, დაბრუნდი უკან“ და დავბრუნდი და ხმა არ ამოაღებინეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მიუკერძოებელი ინსტიტუციის მიერ გაცემული დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მამაჩემს არანაირი სახის დანაშაული არ ჩაუდენია” – ნინი მანჯგალაძე
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა
  • “გამოიყოფა ალბათ სამი კანდიდატი, მოსაყდრე შიო და 2 სხვა” – სინოდის წევრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge