Monday, March 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გლოვის დღეებმაც დაგვანახა, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში ხელისუფლების გავლენა იქნება, კარგად გამოჩნდა, ვინ ხელმძღვანელობდა დაკრძალვის საკითხებს” – გიგი წერეთელი

March 23, 2026
“გლოვის დღეებმაც დაგვანახა, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში ხელისუფლების გავლენა იქნება, კარგად გამოჩნდა, ვინ ხელმძღვანელობდა დაკრძალვის საკითხებს” – გიგი წერეთელი

ძალიან იდეალისტურია, რომ შერიგება უპირობოდ ხდებოდეს. ასეთი რამ ბუნებაში ვერ მოხდება – ყველაფერს აქვს თავისი საფუძველი და პირობა. უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში, ვერავითარ შერიგებაზე და სიყვარულის გამოვლენაზე ვერ გვექნება ლაპარაკი, ამას ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ისაუბრა წმინდა სინოდის მიმართვაზე, რომ „პატრიარქისადმი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში:ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში“.

წერეთლის თქმით,თუ მომავალში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შერიგება მოხდება, ამის პირობები ყველამ ძალიან კარგად იცის, რა არის.

ამასთან, მისი შეფასებით, გლოვის დღეებმაც კიდეც ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძლიერის წარმოჩენის ხაზი ძალიან მკაცრად აქვს გავლებული.

„ამ უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში, რომელიც დღეს საქართველოშია, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც, პრაქტიკულად, ყველა ინსტიტუტი უზურპირებული აქვს, ცდილობს, მეორე ნაწილი, პოლიტიკურად, პრაქტიკულად, გაანადგუროს, ადამიანები აბსოლუტურად უმიზეზოდ, საპატიმროში ჰყავს, მაქსიმალურად დათესოს შიში და ა.შ., ჯერჯერობით, ვერავითარ შერიგებაზე და სიყვარულის გამოვლენაზე ვერ გვექნება ლაპარაკი, ვერ ვხედავთ ამას. გლოვის დღეებმაც კიდეც ერთხელ დაადასტურა ის ხაზი, რომელიც მათ ძალიან მკაცრად აქვთ გავლებული თავისთვის – მხოლოდ ერთი რამ აქვთ, არა დამოკიდებულება როგორც ადამიანთან, მოყვასთან და ა,.შ. არამედ აქვთ, როგორც ძლიერის წარმოჩენის.

იმისათვის რომ შერიგება მოხდეს… ძალიან იდეალისტურია რომ [შერიგება] უპირობოდ ხდებოდეს, ასეთი რამ ბუნებაში ვერ მოხდება. ყველაფერს აქვს თავისი საფუძველი და პირობა. ადამიანები საპატიმროში არიან, საქმეებია აღძრული, ასეთ რეპრესიული გარემოა და ეს თუ არ დასრულდა, ძალიან ძნელია ლაპარაკი. რაღაცას ხომ შეიძლება შეეცვალა მათი განწყობა, მაგრამ ეს არ მოხდა. ამიტომ თუ შერიგება მომავალში მოხდება, ამის პირობები ყველამ ძალიან კარგად იცის, რა არის.

პატრიარქს ძალიან კარგად ესმოდა ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაციის და ევროინტეგრაციის ფასი და მნიშვნელობა. ვნახოთ როგორ განვითარდება ეს მოვლენები. ჩვენ გვინდა, რომ კარგი ვისურვოთ და ამ კარგში არის ისიც, რომ ეკლესია იყოს ძლიერი, მას ჰყავდეს ღირსეული ხელმძღვანელი და მომავალი პატრიარქი და ამან იქონიოს გავლენა ამ ქვეყანაში მეტ შერიგებაზეც, სიკეთესაც, განვითარებაზეც და რწმენაზე,“ – განაცხადა წერეთელმა.

რაც შეეხება მომავალი პატრიარქის არჩევას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ სინოდში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, თუმცა გლოვის დღეებმაც დაგვანახა, რომ არჩევის პროცესში ხელისუფლების გავლენა იქნება.

„ეს იქნება ძალიან რთული პროცესი. პროგნოზების გაკეთება, ალბათ, არ შეიძლება. სახელდება რამდენიმე სახელი, ვინც შეიძლება იყოს კანდიდატი და ეს იქნება უმძიმესი ტვირთი. ასეთი ავტორიტეტული ადამიანის, სიტყვის ძალის მქონე ადამიანის. დიდი სიყვარულით მოსარგებლე პატრიარქის შემდეგ ამ ფუნქციის შესრულება არის უმძიმესი ტვირთი.

კითხვის არსი იყო, რამდენად ჩაერევა სახელმწიფო ამაშიო – პატრიარქი, როდესაც ძალიან აქტიური იყო, მაშინაც წუხდა ვითარებაზე, რეფორმაზე ფიქრობდა და იცოდა ის სირთულეები, რაც არსებობდა, მაგრამ მისი შეუვალი ავტორიტეტი ბევრ რამეს ფარავდა, აჩუმებდა შიდა სირთულეებს. ახლა შეიძლება ეს ყველაფერი უფრო წინა პლანზე იყოს წამოწეული და ამის დამბალანსებელი მხოლოდ დარჩება, ალბათ, სახელმწიფოს გარკვეული ჩარევა, პიროვნებები, ადამიანები და ა.შ არ მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ვინმეს მითითებით მოხდება, სინოდში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, მაგრამ გავლენა იქნება. გუშინდელმა დღემ და ამ გლოვის დღეებმაც გვანახა, რომ გავლენა ძალიან დიდია,“ – აღნიშნა წერეთელმა.

რაც შეეხება იმას, რომ გუშინ, პატრიარქის დაკრძალვის დღეს, სამებაში შესვლა მხოლოდ სპეციალურ საშვებით და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პირებისთვის იყო შესაძლებელი, როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, გუშინ „ავტოკრატიული სურათი დაიხატა“.

მისივე თქმით, ამ სურათმა აბსოლუტურად არადემოკრატიული შთაბეჭდილება დატოვა და არა იმგვარი, რაც უწმინდესის შეხედულებებში და თვისებებში ჯდებოდა.

„მართლა ძალიან რთული დღეები იყო. გლოვის კვირა, თითქოს, დასრულდა, მაგრამ ეს ასე არ დასრულდება. საკმაოდ დიდხანს გასტანს ის ემოციები, რაც ასი ათასობით ადამიანს ჰქონდა საქართველოში. ერთიანობას, რომელსაც განსაკუთრებით, ამ დღეებში ესმევა ხაზი, ტრანსფორმაცია სჭირდება იმ ერთიანობისთვის, რაც რეალურად მოიტანს უკეთესობას. მე ვფიქრობ, უწმინდესის სურვილიც ეს იყო.

ადამიანები საათობით იდგნენ რიგში. ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა იქ იმისთვის, რომ თავისი პატივისცემა გამოეხატა. ეს ქრისტიანული ტვირთის ნაწილადაც შეიძლება აღვიქვათ. ეს არ არის პრობლემა, მაგრამ პრობლემა სხვა რამ არის – ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ძალიან სამწუხარო სურათი, რომელსაც პირადად მე ველოდი – ისევ ავტოკრატიული სურათი დაიხატა, ერთპარტიული, ერთი პოლიტიკური ჯგუფის, ერთი ადამიანის და ა.შ.

ამ დაგეგმვას მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურა განახორციელებდა. რა თქმა უნდა, გარკვეული თანამშრომლობა იქნებოდა საპატრიარქოსთან. კარგად გამოჩნდა, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ იყო მთავარი პერსონა და ა.შ. ვეთანხმები არმაზ ახვლედიანს, რა თქმა უნდა, პატრიარქს ეს არ მოეწონებოდა, ის არ იყო ამგვარი შეხედულებების ადამიანი. ჩვენ როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით, ჩვენს გვერდით ყოველთვის იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. არ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ აქ მთავარი ხაზი სწორედ ისაა, რომ ანახო, შენ ხარ მეპატრონე, შენ ხარ ძლიერი, შენ ფლობ ამ სიტუაციას, ისე უნდოდათ წარმოეჩინათ თითქოს, ადამიანების უზარმაზარი ნაკადები ერთი პოლიტიკური გემოვნების იყვნენ, რაც არის არასწორი. დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი ვერ მოხვდა იქ, ვერ გავიდა კორიდორებში, ეს ყველაფერი გასაგებია. რა თქმა უნდა, სხვანაირად შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაკეთება, ახლა ამაზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ ამ სურათმა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არადემოკრატიული შთაბეჭდილება დატოვა და არა იმგვარი, რაც უწმინდესის შეხედულებებში და თვისებებში ჯდებოდა,“ – განაცხადა წერეთელმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოქალაქეების რიგი სიონში, ილია II-ის საფლავისთვის პატივის მისაგებად
  • პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  • დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მგალობლების თანხლებით პანაშვიდს გადაიხდიან

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge