Monday, March 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნიკა მელია არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში – სანამ არსებობს ნება, რომ ნიკა ციხეში იყოს, ის ციხეში იქნება” – გიორგი კონდახიშვილი

March 23, 2026
“ნიკა მელია არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში – სანამ არსებობს ნება, რომ ნიკა ციხეში იყოს, ის ციხეში იქნება” – გიორგი კონდახიშვილი

ნიკა მელია არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და იგი ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში – არ აქვს მნიშვნელობა სამართლებრივ საფუძვლებს, რა მუხლით და რა საქმით, სანამ არსებობს ნება, რომ ნიკა ციხეში იყოს, ის ციხეში იქნება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლომ ნიკა მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებით განსახილველად გადასცა სხდომის მდივნის, მანდატურებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების ჩვენებების საფუძველზე.

„ნიკა მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებით განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ეს ეპიზოდი ეხება სასამართლოს შეურაცხყოფას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე და ბრალდება თვეების შემდეგ წარედგინა.

მთავარი მტკიცებულება იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენდა ხმის ვინაობას, რომლის საფუძველზეც ნიკას შეერაცხა აღნიშნული ბრალდება. თუმცა, საქმეში არის სასამართლოს თანამშრომლების – სხდომის მდივნის, მანდატურებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების ჩვენებები, რომლის საფუძველზეც, მოსამართლემ საქმე არსებით განსახილველად გადასცა. საქმის განხილვა 3 აპრილს ჩაინიშნა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნიკას მიმართ მერამდენე ბრალია, სათვალავი გვაქვს არეული. ნიკა არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე, 2 დღეში არის ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა, სადაც ნიკა ფიგურირებს, ისევე როგორც მთელი ოპოზიციური სპექტრი. ნიკა მელია ჩვენი გადმოსახედიდან არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და იგი ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში. არ აქვს მნიშვნელობა სამართლებრივ საფუძვლებს, რა მუხლით და რა საქმით, სანამ არსებობს ნება, რომ ნიკა ციხეში იყოს, ის ციხეში იქნება“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 22 მარტს სამების ტაძრის ტერიტორიაზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინება – სუსი
  • “22 მარტს განხორციელდა ორი ანონიმური ზარი, რომელთა ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების მიმდებარედ, იყო შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა ტაძრის ტერიტორია” – სუსი
  • “ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია” – კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge