Monday, March 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თეოლოგები პატრიარქის არჩევის პროცედურებს განმარტავენ

March 23, 2026
თეოლოგები პატრიარქის არჩევის პროცედურებს განმარტავენ

ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი შესაძლოა რთული აღმოჩნდეს — ეკლესიის ისტორიის პროფესორის შეფასებით, წინა კრების გამოცდილება აჩვენებს, რომ გამორჩევის ეტაპი ხშირად დაძაბული და მძიმე პროცესებით მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო არჩევის შემდეგ ვითარება სტაბილურდება.

როგორც ეკლესიის ისტორიის პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი განმარტავს, ახალი პატრიარქის არჩევა კანონიკური წესით უნდა მოხდეს 40 დღის შემდეგ და პროცესი, სავარაუდოდ, ორ თვეს არ გადააჭარბებს.

“მაგაზე პასუხის გაცემა, რა იქნება, ძნელია. ჩემი აზრით, მარტივი არ იქნება ამ პრობლემის მოგვარება ანუ ახალი პატრიარქის არჩევა და ინტრონიზაცია. წინა კრებას თუ მივიღებთ მხედველობაში, იქ მძიმე პროცეები განვითარდა, პატრიარქ ილია მეორის გამორჩევის წინა დღეებში. ნუ, მერე, როდესაც ჩატარდა კრება და მოხდა არჩევა, ამის შემდეგ, კაცმა რომ თქვას, არაფერიც აღარ მომხდარა, მაგრამ აი, გამორჩევის პროცესი საკმაოდ რთული იყო.

პროცედურა ასეთია, რომ 40 დღის შემდეგ უნდა მოხდეს არჩევა ანუ მაქსიმუმ ორი თვისა” – ამბობს ეკლესიის ისტორიის პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი.

თეოლოგის, ლევან აბაშიძე თქმით კი, გადაწყვეტილებას სინოდის კრება მიიღებს — კენჭისყრის გზით, ხოლო მანამდე ეკლესიას პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი უხელმძღვანელებს.

“იქნება სინოდის კრება, რომელიც აირჩევს ახალ პატრიარქს და ეს უნდა იყოს არა უგვიანეს ორი თვისა. კენჭისყრით აირჩევენ, კრების მომზადებაზე იქნება ამაზე საუბრები და საორგანიზაციო საკითხები, მაგრამ ძირითადად, ჩვეულებრივად, რასაც აკეთებს საპატრიარქო ალბათ შეეცდება იგივე აკეთოს. უბრალოდ, პატრიარქი არ არის, მაგრამ არის მისი მოვალეობის შემსრულებელი. შიო იქნება მისი მოვალეობის შემსრულებელი დროებით” – ამბობს თეოლოგი ლევან აბაშიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სუსი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • თბილისში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში რუსეთის 22 წლის მოქალაქე ალინა კამბაროვა გარდაცვლილი იპოვეს
  • უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ს ცნობით, ომის დროს, სულ მცირე, 1 400 ირანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge