სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, დიდ ეკრანებზე გამოჩნდა ილია მეორის ფოტო წარწერით – მიყვარხარ საქართველო!
საქართველომ გუშინ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა – უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
