მინდა, მივუსამძიმრო ყველას, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი დიდი წუხილი, რომელსაც ერთად ვიზიარებთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ისაუბრა, როდესაც სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქის საფლავი მოინახულა.
სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ერთობაზე, რომელიც პატრიარქის გარდაცვალებამ გამოიწვია და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ერთიანობაა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ძალა ამ მძიმე დროს.
“პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო ყველას, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი დიდი წუხილი, რომელსაც ერთად ვიზიარებთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ აქვს მნიშვნელობა ცინ სად იდგა, ვინ სად შევიდა და ვინ ვერ შევიდა. დღეს მნიშვნელობა იმას ჰქონდა, რომ ყველანი ვიდექით და ყველამ გამოვხატეთ ასე ჩვენი განწყობა, ჩვენი წუხილი, ჩვენი ტკივილი პატრიარქის წასვლასთან დაკავშირებული და ამავე დროს ის დიდი იმედი, რომ ის ჩვენ დაგვეხმარება ამ ძალიან მძიმე დროს. დაგვეხმარება იმაში, რომ ის ერთობა, რომელიც დღეს შედგა, ეს არის ყველაზე მასშტაბური ერთობა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, ბევრს არ უნდა, ამ ერთობას შევინაჩუნებთ და მემგონი, რომ პატრიარქი ამის ძალას ნამდვილად მოგვცემს.
მინდა, კიდევ ერთი რამ დავამატო, პიროვნული, ერთგვარად გამიხარდა, ძალიან ცუდი სათქმელია, როცა ეს ეხება საფლავს, მაგრამ გამიხარდა, რომ ის საფლავი არის იმ ორ ფრესკას შორის, რომელიც თამილა მგალობლიშვილის მიერ იქნა ჩამოტანილი იერუსალიმიდან და პატრიარქის სურვილისამებრ. ეს არის ნიშანი, რაც გამოგვიგზავნეს იქიდან.
დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ყველას გისამძმრებთ”, – თქვა ზურაბიშილმა.
