კიევის წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი დაკრძალეს.
უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში 20 მარტს გარდაიცვალა. 9 მარტს ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კიევის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებდა.
ფილარეტი ტომოსის მიღებამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას 1995 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2018-2019 წლებში, როდესაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ახალ ეკლესიას ტომოსი [ავტოკეფალიის დოკუმენტი] გადასცა, ფილარეტმა მართვის სადავეები მიტროპოლიტ ეპიფანეს სასარგებლოდ დათმო, თავად კი საპატიო პატრიარქის ტიტული მიიღო.
