Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სტურუა აშშ-ს ელჩს: რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს? გიკვირთ არა, ომი რომ არ გვინდა?

May 18, 2022
სტურუა აშშ-ს ელჩს: რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს? გიკვირთ არა, ომი რომ არ გვინდა?

რუსთაველის თეატრის სამხატვრო დირექტორი რობერტ სტურუა ამერიკის ელჩს მიმართავს:

„რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს, თითქოს “ბანანის რესპუბლიკის” მკვიდრნი ვიყოთ – და რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევურიგდეთ ოპოზიციას, სრულიად ზნედაცემულ ადამიანებს, ვისთვისაც ფულის, მთავრობის სავარძლების “პედოფილური” სიყვარულის გარდა არაფერი გააჩნიათ?!

პირველად კაცობრიობის ისტორიაში დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა ბაიდენმა მეორე დიდი ქვეყნის პრეზიდენტს, პუტინს მკვლელი უწოდა!

გადაამოწმეთ CIA-ს მონაცემები და დარწმუნდებით, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის მაფიას ზუსტად იგივე დანაშაული მიუძღვის! მე ვფიქრობ, რომ თქვენნაირმა პროფესიონალმა ეს ძალიან კარგად იცის!

მაშ რას ერჩით საქართველოს?

რას გვერჩით უბედურ და ჯერ კიდევ პატიოსან მოქალაქეებს?

რა გსურთ?

საბოლოოდ რომ გვეტიროს ყოფა?

ერთმანეთი დავკლათ და აქ “აკაპულკო-კურორტი” გაგაშენებინოთ ვიღაც უსაქმურ ტურისტებისთვის?

თუ მეორე ფრონტი გავხსნათ ოკუპირებულმა ქვეყანამ? (ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა ამქრებმა ერთი მესამედი საქართველოსი რუსებს რომ ჩააბარეს, გავხსნათ მეორე ფრონტი და გ უ დ ბ ა ი ამასაც ქართულად ვწერ და ძალიან გთხოვთ, ზუსტად გითარგმნონ თქვენმა გაპრანჭულმა, ვითომ პატრიოტ გიორლსებმა?)

ან იქნებ გსურთ, სასწრაფოდ სანქციები დავაკისროთ რუსეთს: აღარ მივყიდოთ მჟავე მანდარინები და რამდენიმე ბოთლი ტკბილი “ხვანჩკარა”(იცით ალბათ, რომ ბევრი არ მოდის)?

გამოგიტყდებით, ზოგჯერ მეჩვენება, რომ თქვენთვის ო’ჰენრის “მეფეები და კომბოსტო” არის ჩვენს მიმართ დამოკიდებულების მოდელი?

ბოდიშს გიხდით ასეთ ემოციური წერილის გამო, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბჭოთა იმპერია დაინგრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, იქნებ მეტი თავისუფლების უფლება მოგვცეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, მისს კელი დაგნანმა?!..

ზოგჯერ მაინც! რა, არ გვაქვს უფლება?

ვერ აგვიხსნია, რატომ გსურთ, თანაც ასე დაჟინებით, რომ ქედმაღალი და ამპარტავანი დიდი ქვეყნების მითითებით პატარა უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანამ, ერთი ციცქნა საქართველომ ჩავიდინოთ საბედისწერო შეცდომები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე გსურთ!

გიკვირთ არა, რომ ომი არ გვინდა?! არ გახსოვთ, ჩვენ საკმარისად რომ ვიომეთ! დაგავიწყდათ?

ის თუ გახსოვთ – დახმარების ნაცვლად, თქვენმა ქვეყანამ დასალევი წყალი რომ გამოგვიგზავნა!

ამავე დროს კი, გულთბილი სერიოზულობით ქართველების მტრებს, ქურდბაცაცებს, ძალაუფლებით დაკავებულ მკვლელებთან სემინარებს აწყობთ ბაკურიანში!

რატომ??? ეს იგივეა, ამერიკელებს რომ შევძახოთ: ახლავე შეურიგდით ჯ ე ფ რ ი ე პ შ ტ ე ი ნ ს და ერთად გაუძეხით ბრწყინვალე ქვეყანასო?! ვერ მოასწარით: ეპშტეინმა საეჭვოდ მოიკლა თავი ნიუიორკის ციხეში.

ჩვენ კი მრისხანედ მიგვითითებთ: ა ხ ლ ა ვ ე შ ე უ რ ი გ დ ი თ ქ ა რ თ ვ ე ლ ე პ შ ტ ე ი ნ ე ბ ს!”

რ ა ტ ო მ ?“

Tags: რობერტ სტურუა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge