იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, გოლგოთაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უნეტარესისა და უწმინდესის, ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღესრულა.
„მსახურება აღავლინა წმინდა საფლავის მცველთა საძმოს წევრმა და აღდგომის ტაძრის წინამძღოლმა, იერაპოლისის მთავარეპისკოპოსმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ისიდორემ“, – ინფორმაცია იერუსალიმის საპატრიარქომ გაავრცელა.
