Friday, March 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ანდერძი მე არ მინახავს, ვერ გეტყვით გაიხსნა თუ არა” – მეუფე ნიკოლოზი

March 20, 2026
“ანდერძი მე არ მინახავს, ვერ გეტყვით გაიხსნა თუ არა” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, როდესაც სასულიერო პირები ამბობენ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანდერძის მიხედვით იკრძალება სიონის საპატრიარქო ტაძარში, გულისხმობენ მის სიტყვიერ დანაბარებს.

“მან მიმითითა ადგილი, მაჩვენა რომ აქ უნდა იყოს ჩემი საფლავი(ო). ანდერძმა, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით ქაღალდმა კი არა, მისმა დაბარებულმა ანდერძმა” – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

სასულიერო პირი ირწმუნება, რომ მას პირადად პატრიარქის ანდერძი არ უნახავას და არც ის იცის, გაიხსნა თუ არა.

“ანდერძი მე არ მინახავს თვითონ, ვერ გეტყვით გაიხსნა თუ არა. მეც ვიყავი [სინოდის სხდომაზე], ოღონდ მაშინ არ იყო გახსნილი [ანდერძი]. დრო უნდა, ანდერძის მონახვას უნდა დრო და ყველა სეიფი უნდა გაიხსნას იმიტომ, რომ თუ უცბად გამოჩნდა ეს ანდერძი ხო გამოჩნდა და თუ არა და უნდა მოიძებნოს კარგად სად არის, ფიზიკურად სად ინახებოდა არავინ არ იცის.

ანდერძში კი არ ეწერა, ბევრ ადამიანთან აქვს ნათქვამი და მათ შორის ჩემთანაც, პირადად ჩემთან, მან მიმითითა ადგილი, მაჩვენა რომ აქ უნდა იყოს ჩემი საფლავი. ანდერძმა, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით ქაღალდმა კი არა, მისმა დაბარებულმა ანდერძმა. ესე ითქვა, რომ რადგან პატრიარქმა ანდერძად დაგვიბარა, ამას მნიშვნელობა აქვს, ამ სიტყვებს, რადგან დაგვიბარა ანდერძად, მეც მითხრა, ესეც დაბარებული ანდერძია.

არ ვიცით, არავინ არ ვიცით არსებობს თუ არა [ანდერძი]. ყველგან უნდა მოიძებნოს და თუ არ აღმოჩნდება, მერე ვიტყვით, რომ არ ყოფილა, ესე ხდება, ეს ახალი ამბავი არ არის,” – ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მსახიობი ჩაკ ნორისი გარდაიცვალა
  • ბარსელონაში წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა
  • მცხეთის მერია პატრიარქის პანაშვიდთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოსახლეობის უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge