Friday, March 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო უნგრეთის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა

March 20, 2026
მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო უნგრეთის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა

Budapest, 2024. február 26. Sulyok Tamás megválasztott köztársasági elnök esküt tesz az Országgyûlés plenáris ülésén 2024. február 26-án. A kormányzó Fidesz-KDNP államfõjelöltjét az Országgyûlés 134 igen szavazattal választotta meg Magyarország rendszerváltás utáni hetedik köztársasági elnökévé. MTI/Máthé Zoltán

მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა მიუსამძიმრა. ინფორმაციას ამის შესახებ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, უნგრეთის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ ილია მეორე ერთგულად ემსახურა როგორც ეკლესიას, ისე საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხს.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ს გარდაცვალების შესახებ.

უნგრეთიდან ჩვენ დიდი პატივისცემით ვადევნებდით თვალს მის თითქმის ნახევარსაუკუნოვან მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად. ამ ხნის განმავლობაში ის ერთგულად ემსახურა როგორც ეკლესიას, ისე საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხს. განსაკუთრებით რთულ პერიოდებში, გამორჩეულად იდგა რწმენისა და ეკლესიის დაცვის სადარაჯოზე. მისი მოღვაწეობა მუდმივად ეფუძნებოდა ქრისტიანულ ფასეულობებს, ოჯახის მნიშვნელობის გაძლიერებასა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეუცვლელი დანაკარგის მიუხედავად, მისი მიმდევრები ძალას და ნუგეშს იპოვიან იმ მდიდარ სულიერ და ინტელექტუალურ მემკვიდრეობაში, რომელიც მან საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს დაუტოვა.

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი. ვიზიარებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის მწუხარებას“, – აღნიშნულია უნგრეთის პრეზიდენტის წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბარსელონაში წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა
  • მცხეთის მერია პატრიარქის პანაშვიდთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოსახლეობის უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
  • კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ფასადზე პატრიარქის ბანერი განთავსდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge