პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში მრევლი შესვლას ვერ შეძლებს – როგორც კარის და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მედიასთან აცხადებს, მღდელმთავრებიც გააფრთხილეს, რომ ტაძარში შესვლას ბევრი სტუმრის და დელეგაციების გამო ვერც ისინი შეძლებენ.
“წესის აგება იქნება ტაძარში. ხალხი დადგება გარეთ და გახმოვანებული იქნება. მერე ეკრანები იქნება. ყველაფერი გამოჩნდება. ამიტომ, მე მესმის, რომ იქ ახლოს ყოფნა ყველას უნდა, მაგრამ ახლაც ახლოს ვართ. მე განცდა მაქვს, რომ ეს კედლები სრულებით არ არის ზღუდე მასთან სულიერი ურთიერთობისთვის. ამიტომ, ყველას მინდა მოგიწოდოთ, მობრძანდით, როგორც მოახერხებთ, სადაც მოახერხებთ.
მე ვუთხარი, გარეთ ხომ არ გავაკეთოთ წესის აგება. ტაძარში ცხედარი იყოს, გარეთ გამოვიყვანოთ მსოფლიო პატრიარქი, ეს ძალიან მოუხერხებელია. არ ივარგებს ეს.
ალბათ (გარკევული სივრცეები) გაკეთდება. დღეს რაღაცანაირად ორგანიზებულია. ხალხი საათობით დგას რიგში და შემდეგ მშვიდად შემოდიან. რაღაცა ასე იქნება ალბათ. ასე გვითხრეს, მღვდელმთავრებსაც ვერ შეგიშვებთ იქო. ალბათ ეგრე იქნება. მე ვერ წარმომიდგენია, თუ მსოფლიო პატრიარქი უნდა იყოს, თუ სხვა ქვეყნის პატრიარქები, არვიცი ჩვენ როგორ მოვხდებით. ასე რომ არაუშავს ხალხო. დაიკრძალება, საფლავი ღია იქნება”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
