არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა გააკეთა. მაღალი იერარქის მოსაზრებით არსებობს ყველა ნიშანი იმისთვის, რომ ილია მეორე ერთ დღეს წმინდანად შეირაცხოს.
“რატომ არის კიდეც მნიშვნელოვანი, მასთან ახლოს მისვლა და შეხება მის სხეულთან და საფლავთან – არ არის შორს ის დღე, როდესაც ჩვენ დავაყენებთ საკითხს მისი უწმინდესობის კანონიზაციის შესახებ. და ეს არგუმენტი, გარდა იმისა, რომ წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, გარდა ამისა, უკვე არის ასეთი შემთხვევები – განკურნების, სასწაულების მოხდენი. მიდით და სთხოვეთ და შეგისრულებთ. ნახავთ, თუ ასე არ იქნება”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
