მსოფლიო ბედნიერების ინდექსში საქართველო 91-ე ადგილზეა – ჩვენს ქვეყანაზე წინ რუსეთის ფედერაციაა. მას კვლევის შედეგებს მიხედვით 5.95 ქულით 63-ე ადგილი უკავია. ასევე ჩვენზე წინ არის ტაჯიკეთით და ლიბიაც.
მსოფლიო ბედნიერების ინდექსი, 2025 წლის კვლევის შედეგებს ასახავს. ინდექსის თანახმად მსოფლიოში ბედნიერებით პირველ ადგილზე კვლავ ფინეთია.
ინდექსი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება ესენია – უთანასწორობის დონე; სოციალური დახმარების მექანიზმები; მშპ ერთ მოსახლეზე; სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; თავისუფლება; გულუხვობა; კორუფციის აღქმა; პოზიტიური ემოციები; ნეგატიური ემოციები; ქველმოქმედება/დონაცია; მოხალისეობის დონე; სხვათა დახმარება.
ინდექსის თანახმად, პირველ ათეულში ძირითადად ნორდიკული ქვეყნები შედიან, ასევე მოწინავე ადგილებს იკავებენ შედარებით მდიდარი ქვეყნებიც. თუმცა ინდექსი პირდაპირ მშპ ერთ მოსახლეზე მაჩვენებელს არ მიჰყვება. ამასთან, ინდექსში შედარებით მოწინავე პოზიციაზეა ისეთ არაერთი ქვეყანა, რომლებიც ფასდება როგორც არათავისუფალი და არადემოკრატიული.
