ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 150 დაშავებული გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 4 000-ს გადააჭარბა. ბოლო დღის განმავლობაში საავადმყოფოებში მკურნალობისთვის მყოფთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია, ორი საშუალო სიმძიმის, ხოლო 136-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ათი ადამიანი შფოთვის გამო მკურნალობდა.
ისრაელის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ 19 მარტს კირიათ შმონაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს.
