სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ.
ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში მივიდნენ ასევე ირაკლი ჩიქოვანი და გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი.
მოქალაქეები სამების ტაძარში ილია მეორისთვის პატივის მისაგებად მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდნენ. ტაძარში დღეს დილიდანაც პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველთა რიგია.
