Friday, August 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ” – გიგი უგულავა

March 20, 2026
“მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ” – გიგი უგულავა

საპატრიარქოში შეთქმულებაა. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ – ეს ეგზარქოს შიო მუჯირის პირველი ღია ნაბიჯია, მიიტაცოს პატრიარქის ტახტი რუსების დახმარებით, – ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც უგულავა აღნიშნავს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პატრიარქის ანდერძი არსებობს, რომელსაც ხალხს არ ანახებენ იმ „მოტივით რომ 15 სეიფია და სად ვეძებოთო“.

„საპატრიარქოში შეთქმულებაა. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ. რუსეთის ეკლესიას კონსტანტინოპოლთან გაწყვეტილი აქვს ევქარისტიული კავშირი მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. შესაბამისად, თუ სწირავს ბართლომე, არ დაესწრებიან რუსები. მეტიც ჩვენი ძვირფასი იერარქების ნაწილი თურმე იმუქრება პატრიარქ ბართლომესთან არ ვწირავთო. ანუ კირილეს ვირეშმაკობას, ვითომ არა რუსი, არამედ ბელარუსი იერარქი რომ გამოგვიგზავნა, წყალობად ვიღებთ, ხოლო მსოფლიო პატრიარქს უარს ვეუბნებით „თავის ქრისტესმიერ ძმასა და სულიერ მეგობარს“ კვირის წირვაზე დაემშვიდობოს?! და ამას თურმე ვხსნით იმით, რომ ბართლომე წირვაზე დიდ ჩამონათვალში უკრაინის ეკლესიის მეთაურს უნეტარეს ეპიფანეს მოიხსენიებს?!

მეგობრებო, ეს ეგზარქოს შიო მუჯირის პირველი ღია ნაბიჯია მიიტაცოს პატრიარქის ტახტი რუსების დახმარებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის შარშან პატრიარქს ფაქტობრივად გაძევებული ჰყავდა. უნდა იცოდეს, რომ პატრიარქის ანდერძი არსებობს და მას არ ანახებენ ხალხს, მოტივით რომ 15 სეიფია და სად ვეძებოთო. უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და ესენი უკვე სპეცოპერაციას ატარებენ.

არ მაქვს ილუზია, რომ დღეს ამ ტალღას შევაჩერებთ, გავუმკლავდებით. მაინტერესებს, ერთი მართალი მაინც თუ აღმოჩნდება მანდ, ვინც ამას ყველაფერს ხალხს ეტყვის, თუ სოდომისა და გომორის მსგავსად წარსაწყმედლადაა განწირული კირიონის, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემის დავითისა და ილიას საქართველოს საპატრიარქო ტახტი!

ეგ ნინევია რომ დაინგრევა, საინტერესოა რამდენს შეგრცხვებათ და სინანული შეგაწუხებთ“, – წერს გიგი უგულავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 აგვისტომდე – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • ცნობილია, აგვისტოს ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები
  • „ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge