ევროკომისიასთან მაქვს კითხვა, რა ჯანდაბის გამო არ სთავაზობთ საბჭოს ადამიანის უფლებების დარღვევაზე სანქციების დაწესებას? გთხოვთ, არ გვითხრათ, რომ ჩვენ არ ვართ ერთიანები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე გამართული დისკუსიისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მართალი ხართ, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, ევროკაშირი არაფერს აკეთებს სერიოზულად საქართველოსთან დაკავშირებით. შემდეგ, ეს ხუმრობა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით , ეს უბრალოდ ხუმრობაა, ყველას აქვს მეორე პასპორტიი. არ ვიცი, რა უნდა იყოს რეალური ზომები რათა აეკრძალოთ ამ ადამიანებს მეორე პასპორტის გამოყენება , რომ ვეღარ გააგრძელონ პარიზის მოდის კვირეულებზეე სიარული და ვეღარ მოაწყონ საკუთარი შვილები საფრანგეთის ძალიან ძვირადღირებულ კოლეჯებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში. ევროკომისიასთან მაქვს კითხვა. რა ჯანდაბის გამო არ სთავაზობთ საბჭოს ადამიანის უფლებების დარღვევაზე სანქციების დაწესებას ? გთხოვთ, არ გვითხრათ, რომ ჩვენ არ ვართ ერთიანები. ვიცი, რომ არ ხართ ერთსულოვნები, თქვენ გყავთ უნგრეთი, მაგრამ სულ მცირე, თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ პოლიტიკური მესიჯი, რომ საქართველო სრულად იზოლირებულია და რომ მხოლოდ უნგრეთისს ფარი და მხარდაჭერა აქვთ. გთხოვთ, გააკეთეთ ეს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გაერიანებულ სამეფოზე ნაკლები არ ვართ. და მათ ეს გააკეთეს. შენ გზავნი საბჭოშიი პაკეტს , იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანი ვისაც ამის გაკეთება შეუძლია უმაღლესი წარმომადგენელი კალასია, შემდეგ გამოდიხარ და ამბობ, რომ ჩვენ უნგრეთის ვეტომ დაგვბლოკა. ეს უკეთესია, ვიდრე არაფერი გააკეთო”, – განაცხადა ამორიმ.
