Thursday, March 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 15 პირს ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

March 19, 2026
“ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 15 პირს ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.

გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი ბრალდებულებისა და მათი ახლობლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

მანამდე, დაცვის მხარემ ყველა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროკურორმა ლაშა ლოლუამ კი განმარტა, რომ დაკავებულთა შორის არიან პირები, რომლებიც წარსულში მძიმე დანაშაულში იყვნენ ბრალდებულები. სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულთათვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და განმარტა, რომ არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებებს განადგურების საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე აღნიშნეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი არ აქვთ.

წინასასამართლო სხდომა 5 მაისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

“ქურდულ სამყაროსთან” კავშირში ბრალდებულები არიან: გია ლაზიშვილი, ირაკლი ბაგრატიონი, რომან სურმანიძე, გოჩა სანიკიძე, ენრიკო დავითაძე, თემო როგავა, ირაკი ქათიბაძე, ირაკლი ცინცქილაძე, ლევან გორგილაძე, რამაზ ჭანიძე, მირზა მხარაძე, ხვიჩა გოგიტიძე, ენრიკე შაინიძე, მინდია ქარცივაძე, რეზო მიქელაძე.

ცნობისთვის, სპეცოპერაციის შედეგად, აჭარაში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში ბრალდებული 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია.

დაკავებულთაგან 17 პირის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა. მათ შორის 16 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აქედან ერთს, თენგიზ თავდგირიძეს, დაუსწრებლად. კიდევ ერთ ბრალდებულს, მელანია ზოიძეს კი აღკვეთის ღონისძიების სახით 7000 – ლარიანი გირაო შეეფარდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასწრაფო დახმარების ექიმები სამებაში მივიდნენ
  • “ევროკომისიასთან მაქვს კითხვა, რა ჯანდაბის გამო არ სთავაზობთ საბჭოს ადამიანის უფლებების დარღვევაზე სანქციების დაწესებას?” – ევროპარლამენტარი საქართველოზე
  • სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქის მარადიული განსასვენებლის მოსაწყობად სამუშაო პროცესი მიმდინარეობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge