ირაკლი რუხაძე სამებაში, ილია მეორის პანაშვიდზე გამოჩნდა – ბიზნესმენმა უწმინდესის და უნეტარესის ღვაწლზე მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენმა პატრიარმა წარმოუდგენელი წნეხი გამოიარა ჩვენი სარწმუნოების გადასარჩენად.
“ჩვენ ასეთი გმირი არ გვყოლია. ჯერ საბჭოთა კავშირის დროს წარმოუდგენელი წნეხი გამოიარა, როცა ჩვენ არ შეგვეძლო ეკლესიაში მივსულიყავით. ამ ადამიანმა აღადგინა ჩვენს გაგებაში რწმენა. რწმენა იყო აუცილებელი, რომ ჩვენ გადავრჩენილიყავით და როცა უკვე საბჭოთა კავშირი დაიშალა, მერეც როცა ჩვენ ძალიან გვიჭირდა და ეხლაც გვიჭირს, ბრძნულ და მორალურ ადგილას იდგა ეს კაცი. ძალიან დააკლდება ამ ქვეყანას ეს კაცი”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
