პატრიარქ ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდთან დაკავშირებით, სამების ტაძრის მიმდებარედ მანქანების მოძრაობა შეიზღუდა:
• ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით;
• ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით;
• ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;
• საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით;
• გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;
• წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.
“რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ “ავლაბრიდან” სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
