Thursday, March 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსეთი ბავშვთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს დოკუმენტური ფილმის, „ოსკარის” მფლობელი „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ ავტორებს

March 19, 2026
რუსეთი ბავშვთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს დოკუმენტური ფილმის, „ოსკარის” მფლობელი „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ ავტორებს

რუსეთი ბავშვთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს დოკუმენტური ფილმის, „ოსკარის” მფლობელი „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ ავტორებს. ამ პრეტენზიით რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებათა საბჭომ „ოსკარის” საორგანიზაციო კომიტეტს და იუნესკოს მიმართა – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ფილმმა, რომელიც რუსულ სკოლაში ომის პროპაგანდაზეა, 15 მარტს ამერიკის კინოაკადემიის პრიზი „ოსკარი” მოიპოვა, როგორც საუკეთესო დოკუმენტურმა ფილმმა. მანამდე საავტორო კინოს ამერიკული ფესტივალის, „სანდერსის” ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა და ბრტანეთის კინოაკადემიის პრემია BAFTA-ც მიენიჭა. რუსეთმა ჩივილი გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ფილმი „ოსკარით” დააჯილდოვეს. თავად ეს ფაქტი რუსეთის სახელმწიფო მედიას არ გაუშუქებია.

„ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ ამერიკის კინოაკადემის ჯილდოზე დანიამ წარადგინა, რადგან ფილმის ამერიკელი რეჟისორი დევიდ ბორენშტეინი წლებია კოპენჰაგენში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მასთან ერთად ფილმის ავტორია პაველ ტალანკინი, რომელიც მასწავლებლად მუშაობდა რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში. ტალანკინი რუსეთში აღარ ცხოვრობს.

ფილმს საფუძვლად დაედო ტალანკინის, როგორც ვიდეოგრაფის მიერ სკოლაში „პატრიოტული აღზრდის” გაკვეთილებზე გადაღებული კადრები. სკოლებისგან მსგავს მასალებს რუსეთის განათლების სამინისტრო მოითხოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ გააქტიურებული პროპაგანდისტული ღონისძიებების შესახებ თავისი ანგარიშებისთვის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მას შემდეგ, რაც ირანში აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს, პუტინი კრემლში აღარ გამოჩენილა” – გამოცემა Агентство-ს
  • ირანის იერიშის შედეგად გასულ ღამეს ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა, დასავლეთ სანაპიროზე კი – სამი
  • აშშ-ის საელჩო საქართველოში “სავიზო დეპოზიტის” ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge