Thursday, March 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სომხეთის პატრიარქს თუ ქვეყნიდან გამოუშვებენ, ჩამოვა” – მეუფე ნიკოლოზი

March 19, 2026
“სომხეთის პატრიარქს თუ ქვეყნიდან გამოუშვებენ, ჩამოვა” – მეუფე ნიკოლოზი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ სასულიერო პირს და მაღალ იერარქს ელოდებიან. დღეს ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა “ტვ პირველთან” აღნიშნა, რომ ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად საქართველოში ჩამოსვლა სურს სომხეთის პატრიარქს გარეგინ II-ს, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, მას სომხეთიდან გამოუშვებენ თუ არა.

“ვინ ჩამოვა ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ჩვენ დავუგზავნეთ მოწვევა ყველა პირველ იერარქს, როგორც წესი და რიგია ისე. გარდა ამისა, ჩვენ გვიკავშირდებიან არამართლმადიდებელი ეკლესიებიდან. მაგალითად, სომხეთის პატრიარქს უნდა ჩამოსვლა. ძალიან ახლო და ისტორიული ურთიერთობა ჰქონდათ, სომხეთშია იქ დიდი არეულობა და პატრიარქს არ უშვებენ ქვეყნიდან. ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა და თუ გამოუშვებენ ჩამოვა” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის სომხეთის პროკურატურამ კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. კათოლიკოსს სომხეთის დატოვება ეკრძალება.

მეუფე ნიკოლოზმა “ტვ პირველთან” საუბრისას ასევე გაიხსენა პატრიარქთან პირველი შეხვედრა და თქვა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ილია მეორესთან ერთად აქვს გატარებული.

“78-79 წელი იყო, როცა მე პირველად პატრიარქის შესახებ შევიტყვე. მაშინ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ფიზიკის ფაკულტეტზე და ჩემი ერთი კურსელი, რომელიც დღეს მღვდელია, მოვიდა უნივერსიტეტში აღფრთოვანებული – სიონში ვიყავი და ახალი პატრიარქის ქადაგება მოვისმინეო. ყველაფერი გავიგე, რაც თქვაო. აქედან დაიწყო ჩემი ურთიერთობა პატრიარქთან და პირველად, როდესაც მასთან პირადად შევედი კონტაქტში, ეს იყო 1988 წელი, როცა პირველად საუბარი მქონდა მასთან. ეს იყო მისაღები გამოცდა, როცა სასულიერო აკადემიაში ვაბარებდი. ძალიან საინტერესო იყო მასთან გამოცდის ჩაბარება. ალბათ რომ გადავთვალო უკან, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მასთან მაქვს გატარებული. ჩვენ არ ვემშვიდობებით პატრიარქს. ჩვენ ჯერ არ ვიცით ამ პიროვნების სიდიდე და სიდიადე” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირანის იერიშის შედეგად გასულ ღამეს ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა, დასავლეთ სანაპიროზე კი – სამი
  • აშშ-ის საელჩო საქართველოში “სავიზო დეპოზიტის” ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge