Thursday, March 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ 16 პირს პატიმრობა შეუფარდა, ქალ ბრალდებულს კი 7000-ლარიანი გირაო

March 19, 2026
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ 16 პირს პატიმრობა შეუფარდა, ქალ ბრალდებულს კი 7000-ლარიანი გირაო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ 16 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აქედან ერთს, თენგიზ თავდგირიძეს, დაუსწრებლად. ამასთან, ქალ ბრალდებულს, მელანია ზოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 7000 – ლარიანი გირაო შეეფარდა.

საერთო ჯამში დღეს 17 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება უკანონოდ მოხდა. ბრალდებულების თქმით, დაკავებისას მათზე ფიზიკურად იძალადეს.

„იზოლატორში რომ მიგვიყვანეს, გვითხრეს, რომ თქვენთვის სიურპრიზი გვაქვსო და გამოგვიცხადეს, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ხართ ბრალდებულიო. მანამდე ეჭვი გვქონდა, რომ წამალს ჩაგვიდებდნენ. დაკავებამდე იყო ეპიზოდი, როდესაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ გამატარეს. ეს უკანონობა დასრულდება, შეიცვლება ყველაფერი და რიგ პოლიციელებს მოუწევთ პასუხის გაცემა. ციხეს გავუძლებთ, თუმცა სამართალი აუცილებლად იზეიმებს“, – განაცხადა ბრალდებულმა უჩა ჯაყელმა სხდომის მიმდინარეობისას.

ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი დუმბაძის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ დუმბაძეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებული არიან: ბაჩანა ჯაყელი, უჩა ჯაყელი, რამაზ მამულაძე, ბადრი ასაკურიანი, გიორგი დუმბაძე, თენგიზ თავდგირიძე (სხდომას არ ესწრება, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი), რამაზ კახიძე, ხვიჩა დუმბაძე, მამუკა ხარაბაძე, ტარიელ დევაძე, ბადრი ჩიკვაიძე, უჩა ართმელაძე, ტარიელ კახიძე, რამინ ჭანიძე, რესან ბოლქვაძე, როინ დუმბაძე, მელანია ზოიძე.

ცნობისთვის, სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში შსს-ს თანამშრომლებმა 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი ედება ბრალად.

წინასასამართლო სხდომა 13 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
  • “ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო რთულდება აშშ-ის ვიზის მიღება” – გრიგოლ გეგელია
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge