Thursday, March 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მნიშვნელოვან შესყიდვებზე გადაწყვეტილებას სამინისტროს უმაღლესი თანამდებების პირები იღებდნენ” – თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებულების სასამართლო პროცესზე

March 19, 2026
ვაკის კორტებთან მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თუ მნიშვნელოვანი შესყიდვა განხორციელდებოდა, ამაზე გადაწყვეტილებას სამინისტროს უმაღლესი თანამდებების პირები იღებდნენ, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესზე გამოძახებულმა მოწმემ, თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ზაქარია გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სატენდერო კომისიას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

„როგორც წესი, სატენდერო კომისიას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. მოდიოდა გამზადებული ოქმები და ვაწერდით ხელს. რაიმე გადაწყვეტილებას კომისია არ იღებდა. თუ მნიშვნელოვანი შესყიდვა განხორციელდებოდა, ამაზე გადაწყვეტილებას სამინისტროს უმაღლესი თანამდებების პირები იღებდნენ – მინისტრები და მოადგილეები, საკურატორის მიმართულებით.

როდესაც საქონლის შესყიდვა ხდებოდა, ჩემი სამსახური, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, შემდეგ ერთვებოდა საქმეში და ამოწმებდა თუ რამდენად შეესაბამებოდა მონაცემები, მოთხოვნილს, ასევე ხარისხს.

რაც შეეხება გორის ჰოსპიტლისთვის ტექნიკის შესყიდვას, აქ არ ჩავრთულვართ, რადგან ამ მიმართულებით კომპეტენცია არ გვაქვს“, – განაცხადა ზაქარია გიორგაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს.

ასევე, მხარეებმა გამოსაკვლევ მტკიცებულებათა ნაწილი უდავოდ ცნეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ტაძარში ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდები გადაიხადეს
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • რუსეთი ბავშვთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს დოკუმენტური ფილმის, „ოსკარის” მფლობელი „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ ავტორებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge