Saturday, August 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს

March 19, 2026
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, მათ შორის ობიექტებს, რომლებიც დაკავშირებულია სამხრეთ პარსის ბუნებრივი აირის საბადოსთან და ბუშირის პროვინციაში მდებარე ასალუიეს გადამამუშავებელ ჰაბთან.

პარალელურად, “ცაჰალისა” და “პენტაგონის” ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, იერიშები განხორციელდა ირანის შიდა უსაფრთხოების ობიექტებზე, კერძოდ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, “ბასიჯისა” და სამართალდამცავი ორგანოების ცენტრებზე თეირანში, ალბორზსა და ლორესტანში.

“ვოლ სტრიტ ჯურნალი” წერს, რომ ომში ისრაელმა და აშშ-მა ირანში პასუხისმგებლობის ზონები გაინაწილეს. ამერიკელი სამხედროები იარაღის მწარმოებელ და სამრეწველო ობიექტებზე არიან ფოკუსირებულები, ხოლო ისრაელის ძალები რეჟიმის შიდა სტრუქტურებზე.

ცნობილია ისიც, რომ პენტაგონმა თეთრ სახლს მოსთხოვა, მიმართოს კონგრესს და ირანთან მიმდინარე სამხედრო კამპანიისთვის 200 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება მოითხოვოს, ინფორმაცია “ვაშინგტონ პოსტმა” წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

დარტყმებს ახორციელებს ირანიც. “სამხრეთ პარსზე” იერიშის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმით იმუქრება. სტრუქტურამ დაასახელა კონკრეტული სამიზნეები საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში.

კატარში, რას-ლაფანის სამრეწველო ზონაში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგაზის კომპლექსი ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა. ობიექტზე 12 საათის განმავლობაში ორი შეტევა განხორციელდა. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს “ირანის სასტიკი თავდასხმა” და “ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირი საფრთხე” უწოდა.

თავდასხმის სამიზნე გახდა ისრაელიც. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მოშავა ირანული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა – არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს “ხვრეტდნენ”, ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი – ბარამიძე
  • ავარია ხაშურში – არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც
  • თბილისის მერია 8 აგვისტოს პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობის შეიზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge