Thursday, March 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მასთან პირადად ძალიან მწვავედ მიდავია – ვერ შევთანხმდით, ნუ ღელავო, მითხრა, ჩემს შემდეგ ვინმემ კარგი საქმე ხომ უნდა გააკეთოსო და გამიღიმა” – რას წერს გიგი უგულავა ილია მეორეზე

March 19, 2026
“მასთან პირადად ძალიან მწვავედ მიდავია – ვერ შევთანხმდით, ნუ ღელავო, მითხრა, ჩემს შემდეგ ვინმემ კარგი საქმე ხომ უნდა გააკეთოსო და გამიღიმა” – რას წერს გიგი უგულავა ილია მეორეზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს ემშვიდობება და წერს:

“გარდაიცვალა კათოლიკოს პატრიარქი ილია. ბევრ ქართველს არც საკუთარი თავი და არც ქვეყანა მის გარეშე არ უნახავს, არ ახსოვს. ამ გაგებით ის არა ისტორიული, არამედ პრეისტორიული, მითოსური, ფიგურაა. მისი ამ ქვეყნიდან წასვლაც დაუსრულებელი გზის გაგრძელებას უფრო გავს.

მას ძალიან უყვარდა ძველი ბიზანტიური ხატის აღწერა. ერთ ერთ შეხვედრაზე, წვეულებაზე, სადაც თამადობა მომიწია, მან მეუფეების გასაგონად თქვა – გახსოვდეთ, რომ სამოთხისა და ჯოჯოხეთისკენ მიმავალ ორივე გზაზე რიგს წინ ჩვენ, სასულიერო პირები, მივუძღვით. ეს სიტყვები მან ღიმილით დაასრულა. ღიმილი კი მას ნამდვილად საოცარი ქონდა.

დღეს, საქართველო პატრიარქს ემშვიდობება. მან 50 წელი ზიდა ეს ჯვარი. კიდევ მრავალი წელი იქნება დავა მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, მეც მათ შორის ვიქნები ალბათ, რადგან მასთან პირადად ძალიან მწვავედ მიდავია – ბოლო თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ეხებოდა. ვერ შევთანხმდით. ნუ ღელავო, მითხრა, ჩემს შემდეგ ვინმემ კარგი საქმე ხომ უნდა გააკეთოსო და გამიღიმა.

დღეს, როცა უწმინდესი აღარაა, ჩვენი მზერა იმ 39 მღვდელთმთავრისკენ უნდა მივმართოთ, ვინც მომავალი პარტიარქი უნდა აირჩიოს. ჩვენ რაც არ უნდა ვიდაოთ, უწმინდესის მემკვიდრეობის მთავარი ნიშანსვეტი მომავალი პატრიარქი იქნება. იქნება ის თავისუფალი რუსული გავლენისგან? იქნება ის თავისუფალი ხელისუფალთა გავლენისგან? შეძლებს ის ეკლესიის კარის გაღებას დამაშვრალთა და გლახაკთათვის? ილია მეორემ ბევრი რამ შეძლო, ბევრიც თქვენ დაგიტოვათ მოსაგვარებლად. ხართ თქვენ მზად მოიხმოთ გული გონიერი და იესოს სახელით მიიღოთ გადაწყვეტილება, რომლის შედეგები გადაწვდება ჩვენს შვილებს და შვილისშვილებს?! აღდგომა და ხვალეო! მშვიდობით თქვენო უწმინდესობავ. თქვენზე ფიქრისას თუ საუბრისას, რომელიც ალბათ უფრო მწვავე კამათი იქნება, მე სულ თქვენი ღიმილი მემახსოვრება,”- წერს გიგი უგულავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივმა ექსპორტმა რეკორდულ 88 მილიონ დოლარს მიაღწია
  • ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესი იწყება – სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს და ექსპერტეს დაკითხავენ
  • შეერთებული შტატებისთვის საქართველო უსაფრთხო ქვეყანა აღარაა – გიგა ლემონჯავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge