ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 21 მარტს თბილისში, ხოლო 22 მარტს ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ვუერთდებით ჩვენი ერის მწუხარებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს გარდაცვალების გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უქმეებზე 21 მარტს – თბილისში (შაბათის მარში), ხოლო 22 მარტს – ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება,” – წერია განცხადებაში.
