არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“წუხს მიწა და ხარობს ზეცა.
დაგვლოცეთ თქვენო უწმინდესობავ.
ახალს ვერაფერს გეტყვით, განსვენებულსაც გეტყვით იმას, რასაც სიცოცხლეშივე გეუბნებოდით.
მშიდობით არა, ნახვამდის” – წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.
პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს საღამოს გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვის დღეებია გამოცხადებული, რომელიც მისი დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.
ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს.
