Wednesday, March 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

[პატრიარქის ანდერძი] რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით… გაიხსნება და ყველას ეცოდინება – მეუფე მიქაელი

March 18, 2026
[პატრიარქის ანდერძი] რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით… გაიხსნება და ყველას ეცოდინება – მეუფე მიქაელი

[პატრიარქის ანდერძი] რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით… გაიხსნება და ყველას ეცოდინება – ამის შესახებ საპატრიარქოსთან, სინოდის სხდომის დაწყებამდე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ეგ არის იდუმალი და რომ გაცხადდება მერე გამოჩნდება. [ანდერძი] რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. გაიხსნება და ყველას ეცოდინება” – თქვა მეუფემ.

სასულიერო პირმა ასევე აღნიშნა, რომ არ იცის გაიხსნება თუ არა ამ სინოდის სხდომაზე ანდერძი.

“არის შეკითხვა, რომელზეც შემიძლია გიპასუხოთ, არის შეკითხვა, რომელსაც ყველანი უნდა დაველოდოთ. მეც კი არ ვიცი. იმიტომ რომ ყველაფერი რომ ვიცოდე, მაშინ აბა რა იქნებოდა. ღმერთმა რაც იცის, მერე ვიცით ხოლმე ჩვენ, თუ გვაუწყებს“, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დღეს მედიასთან პატრიარქის ღვაწლზეც ისაუბრა და თქვა, რომ ილია მეორეს სიკეთისა და სიყვარულის მეტი არაფერი გაუკეთებია.

“ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. ასეთი ადამიანი მე ცხოვრებაში არ მინახავს. წმინდა მამებზე რომ წამიკითხავს რაღაცები, ისეთი რჩევა-დარიგებები როგორი პიროვნებებიც იყვნენ, როგორ ზრუნავდნენ ხალხზე, როგორ ჰქონდათ გულში მართლმადიდებლური სარწმუნოება, მარტო პატრიარქში ვნახე ეგეთი რამ. 40 წელიწადი ვიცნობდი, სიკეთისა და სიყვარულის მეტი არაფერი არ მინახავს. სულ შენდობებითა და მოფერებით გვაკეთებინებდა ყველაფერს. ისეთი ნდობა გვქონდა, რომ ჩვენ გვიხაროდა ყველაფრის კეთება. ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი, მლოცველი და მზრუნველი ადამიანი ქართველი ერისა. ისე წყნარად და მშვიდად წავიდა, არავინ არ შეუწუხებია. პატრიარქი თავის საქციელით ქადაგებდა, მდუმარებაში რომ იყო იმითაც ქადაგებდა როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი. მე რა ხნისაც ვარ, არ მინახავს მისი განკითხვა და ვინმეზე ცუდი და აუგი ეთქვას. მინდა, რომ ჩვენ ყველანი ასე ვიყოთ და შევუსრულოთ პატრიარქს ერთიანობა ჩვენი ქართველი ერისა და ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცე და სიძლიერე“, – განაცხადა მეუფემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილია მეორის გარდაცვალების გამო მარნეულის მუნიციპალიტეტმა „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა
  • ილია მეორეს კვირას სიონში დაკრძალავენ
  • “ქართველებისთვის ის იყო სულიერი წინამძღოლი, მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა და გაუძლიერა რწმენა” – მიხეილ სააკაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge