საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 11%-ით, 2 466 ლარამდე გაიზარდა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 373.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (გაიზარდა 9.1 პროცენტით);
• მშენებლობა – 3 938.9 ლარი (გაიზარდა 17.2 პროცენტით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 747.7 ლარი (გაიზარდა 11.1 პროცენტით);
• სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 386.5 ლარი (გაიზარდა 31.8 პროცენტით).
ამავე მონაცემების მიხედვით, 2025 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 952.5 ლარი, ხოლო კაცების – 2 978.9 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 173.9 ლარი (9.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 325.1 ლარი (12.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
