ეს იყო აბსურდის თეატრში მონაწილეობა, – ასე აფასებს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქალაქო სასამარლოში გამოკითხვის პროცესს.
უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.
ამასთან, ნანუაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ გამოძიება ეუთოს მექანიზმთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევას წარმოადგენს.
“ხელი მოვაწერე გაუთქმელობას და რა კითხვები დამისვეს ამას ვერ გავამხელ. ეს იყო აბსურდის თეატრში მონაწილეობა. უშუალოდ მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ეუთოს საოპერაციო დოკუმენტის დარღვევაა, სადაც მითითებულია რომ ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ყველა ის პირი ვინც თანამშრომლობს ეუთოს ექსპერტებთან. მე კოორდიანცია არ გამიწევია ექსპერტებისთბის, მე მივიღე კითხვა და დავეხმარე ექსპერტს ეს იყო ჩემი როგორც მოქალაქის ვალდებულება. თანამშრომლობის ვალდებულება აქვს სახელმწიფო პირებსაც, რომლებიც შეხვდნენ- მაშინ ისინიც უნდა დაიბარონ გამოკითხვაზე” – თქვა ნანუაშვილმა.
