ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიმდინარე გამოკითხვების სერიას „აბსურდულს“ უწოდებს. ამის შესახებ მან სასამართლოში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.
მისი თქმით, სუს-ის შეკითხვები უკავშირდება საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობასა და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას, რასაც ნანუაშვილი სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მცდელობად მიიჩნევს.
“ეს არის აბსურდი, როცა ადამიანს იბარებს სუსი იმის გამო, რომ საერთაშორისო ექსპერტს მივაწოდე ინფორმაცია იმ კონკრეტულ საქმეებზე და ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაშია. თითოეული ორგანიზაციის და სახელმწიფოს ვალდებულება იყო მათთან თანამშრომლობა. იმის ნაცვლად, რომ რეაგირება ჰქონდეთ რეკომენდაციებზე, პრინციპებს ისევ არღვევენ. ყველა ის პირი უნდა იყოს დაცული, ვისაც ეუთოს ექსპერტთან ითანამშრომლებს, ეს ცალკე კანონდარღვევაა.
მე დავეხმარე ექსპერტს რაზეც მას ჰქონდა კითხვები, აინტერესებდა ბოლო წლებში მომზადებული ანგარიშები.. ესენი მივაწოდე. ადამიანის უფლებებზე არსებულ მდგომარეობაზე ყველაფერი აინტერესებდათ. სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაა ეს, – თქვა ნანუაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე.
