Wednesday, March 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ აირჩევა ახალი კათოლიკოს-პატრიარქი

March 18, 2026
როგორ აირჩევა ახალი კათოლიკოს-პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი პირველიერარქის არჩევის პროცედურა ამოქმედდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, საპატრიარქო ტახტის დაქვრივების მომენტიდან ეკლესიას პატრიარქის მიერ დადგენილი ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი მართავს.

პროცედურის საწყის ეტაპზე მოსაყდრემ, წმინდა სინოდის წევრთა თანდასწრებით, უნდა გახსნას განსვენებული პირველიერარქის მიერ დატოვებული ანდერძი, რომელმაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს მოსაყდრის ვინაობა და განსაზღვროს გარდამავალი პერიოდის ადმინისტრაციული ჩარჩო.

მართვა-გამგეობის დებულება პატრიარქობის კანდიდატისთვის რამდენიმე ფუნდამენტურ მოთხოვნას აწესებს. კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი: ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი. ის უნდა იყოს ეროვნებით ქართველი. მას მოეთხოვება საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება. ასაკობრივი ცენზი განსაზღვრულია არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლით. ამჟამინდელი მოცემულობით, ზედა ასაკობრივი ზღვარი სინოდის არაერთ წევრს, მათ შორის მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძეს ეხება.

არჩევნების პროცედურული ვადები მკაცრადაა განსაზღვრული: საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა, მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას. ამ კრებამდე მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს წმინდა სინოდი, სადაც ფარული კენჭისყრით შეირჩევა სამი კანდიდატი. სინოდის თითოეულ წევრს აქვს უფლება, წარადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის საკუთარი თავიც. ის სამი მღვდელმთავარი, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება.

გაფართოებული კრება მრავალწარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც სინოდის ყველა წევრისგან, ეპარქიების, მონასტრების, სასულიერო აკადემიებისა და სემინარიების დელეგატებისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიაში მონაწილეობის უფლება ყველა დელეგატს აქვს, უშუალოდ არჩევნებში ხმის უფლებით მხოლოდ მღვდელმთავრები სარგებლობენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს დააგროვებს. საჭიროების შემთხვევაში ტარდება მეორე ტური ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის.

ახალი პირველიერარქის გამორჩევა განსაზღვრავს ეკლესიის კურსს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ამ დროისთვის საპატრიარქო ადმინისტრაცია გარდამავალ რეჟიმში მუშაობს, რათა უზრუნველყოს საარჩევნო კრების ლეგიტიმური ჩატარება. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია არჩევნების დასრულებისთანავე, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შესრულდება, რითაც ოფიციალურად დასრულდება გარდამავალი პერიოდი და ეკლესია მართვის ახალ ეტაპზე გადავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი სინოდის კრების დაწყებამდე
  • კადრები საპატრიარქოდან, სადაც უწმინდესი და უნეტარესის ცხედარია დასვენებული
  • „ეს არის საზოგადოების დაშინება“ – უჩა ნანუაშვილი სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge