Tuesday, May 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო, ყველას ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე – სარჯველაძე

March 17, 2026
“უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში, ასაკის გათვალისწინებით, ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანიზმზე, მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს” – მიხეილ სარჯველაძე

სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო, ყველას ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე – ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ განუცხადა.

“ეს ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო. სწორედ ამაში მდგომარეობს ჰემორაგიული არასტაბილურობა, რაზედაც ვსაუბრობდით დასაწყისიდანვე. ნამდვილად დიდი სურვილისა და დიდი იმედის გათვალისწინებით, მოხდა ის, რაც არავის არ გვინდოდა, ყველაზე ნაკლებად გვინდოდა. სამწუხაროდ, პროცესები განვითარდა ისე, რომ ძალიან სწრაფად დაეცა ის სასიცოცხლო მაჩვენებლები, რომელმაც გამოიწვია საბოლოო ჯამში ეს დიდი ტრაგედია. მოგეხსენებათ, რომ თავდაპირველად ყველაფერი დაიწყო კუჭის წყლულით, რომელიც სისხლდენასთან იყო დაკავშირებული. იცით თქვენ, რომ ამის შემდეგ, როდესაც ჩატარდა შესაბამისი მანიპულაციები, ამას მოჰყვა პოლიორგანული უკმარისობა. ეს გამოიხატება ფილტვების, თირკმელების, გულის უკმარისობაში. ეს არის მდგომარეობა, რის გამოც, მაგალითად, წნევის შენარჩუნება უჭირდა ორგანიზმს. უცბად, მოულოდნელად, თუმცა მოსალოდნელად იმავდროულად, რადგან ასეთი არასტაბილურობის პირობებში, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, განვითარებულიყო. სხვათა შორის, ეს არ მითქვამს იმწუთას საჯაროდ, მაგრამ კონსილიუმის თითოეულმა წევრმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ, სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს მოსალოდნელი იყო. ნამდვილად არ მინდოდა, იმედი წამერთმია. კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვუსამძიმრებ მთელ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსი მე არც მახსენდება ჩემს სიცოცხლეში. ეს მართლაც უმძიმესი ტრაგედია, უმძიმესი დანაკარგია. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო, მართლაც ძალიან გაგვიჭირდება ყველას ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • სტიქია ბაღდათში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge