Tuesday, March 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა

March 17, 2026
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა.

„სააგენტოს ინსპექტორებმა პათოლოგიური მასალის ნიმუშები ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით, ცოფი დადასტურდა. ინფორმაცია ცხოველის ცოფით დაავადების შესახებ მაშინვე ეცნობა ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს.

დაინფიცირებულ პუნქტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე (დაინფიცირებული პუნქტიდან 3კმ-ის რადიუსში) გამოცხადდა კარანტინი. სააგენტომ ჩაატარა კარანტინით გათვალისწინებული ღონისძიებები – დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ, დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ ცხოველებზე ზედამხედველობა, ცხოველის გადაადგილებაზე კონტროლი და სხვა. ამ ეტაპისათვის მუნიციპალიტეტში აცრილია დაავადების ამთვისებელი 4500 სული ცხოველი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად ცოფის შემთხვევები 2025 წელს, 2012 წელთან შედარებით, 93%-ით არის შემცირებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 1 მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ჯარიმები იზრდება
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
  • პარლამენტმა დაამტკიცა “ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რითაც ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა დასჭირდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge