Tuesday, March 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვითარება რთულია, პაციენტს სჭირდება მედიკამენტებით დახმარება გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად – სისხლდენა გაჩერებულია, პროგრესზე რამის თქმა ამ ეტაპზე რთული იქნება” – ექიმი ვახტანგ კალოიანი

March 17, 2026
“ვითარება რთულია, პაციენტს სჭირდება მედიკამენტებით დახმარება გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად – სისხლდენა გაჩერებულია, პროგრესზე რამის თქმა ამ ეტაპზე რთული იქნება” – ექიმი ვახტანგ კალოიანი

“ვითარება რთულია, პაციენტს სჭირდება მედიკამენტებით დახმარება გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად – სისხლდენა გაჩერებულია, პროგრესზე რამის თქმა ამ ეტაპზე რთული იქნება” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ვახტანგ კალოიანმა განუცხადა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მკურნალობის შესახებ მოწვეული კონსილიუმის შემადგენლობაში იყო.

როგორც მან აღნიშნა, პატრიარქის მდგომარეობის სამართავად რა პრეპარატებიცაა საჭირო, როგორც მედიკამენტები, ისე ტექნიკური აღჭურვილობა, ყველაფერი უზრუნველყოფილია და ამ მხრივ დამატებითი მობილიზაცია საჭირო არ არის.

„დღეს შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად. რთულია ვითარება. მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, სისხლდენა გაჩერებულია. სხვა დეტალებზე რთული იქნება საუბარი.

[კუჭის სისხლდენა] ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამ მედიკამენტების ფონზე, წნევის შენარჩუნება ხერხდება. დანარჩენი უკვე დროის საკითხია. კონსილიუმის შედეგად მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარკვეული დეტალები დავაზუსტეთ. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და სწორად. ეს მკურნალობა არ საჭიროებდა არანაირ რადიკალურ ცვლილებას. ასე რომ, ოპტიმალურია გაკეთებული, რაც შესაძლებელია ამ ეტაპზე.

ვითარება რთულია, მარტივი არ არის. პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგრესთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, რთული იქნება რამის თქმა. ვითარება კომპლექსურია და საჭიროებს გარკვეულ დროს, რათა ამ სისხლდენისა და შოკის შედეგები იყოს კუპირებული. იმედია, რომ გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია.

ამ ეტაპზე, მის მდგომარეობას რა პრეპარატებიც სჭირდება, როგორც მედიკამენტებით, ისე ტექნიკური აღჭურვილობის სახით, ყველაფერი უზრუნველყოფილია და ამ მხრივ დამატებითი მობილიზაცია საჭირო არ არის. ამ კონსილიუმში ვმონაწილეობდით ქართველი ექიმები, 8 ექიმი ვიყავით, ვერ გეტყვით უცხოელ სპეციალისტთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საზღვარგარეთიდან ელოდებიან ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს” – დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი
  • პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 77 პირს ბრალდება წარუდგინა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge