Tuesday, March 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა ოჯახის წევრები სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობენ

March 17, 2026
აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა ოჯახის წევრები სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობენ

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებულთა ოჯახის წევრები დეტალებზე საუბრობენ.

სპეცოპერაციის დროს დაკავებული ძმების უჩა და ბაჩანა ჯაყელების დედის თქმით, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, მისმა შვილებმა ბასრი საგნით თვითდაზიანებები მიიყენეს. ისინი ჯერ კლინიკაში, შემდეგ კი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. დედის განმარტებით, უჩა და ბაჩანა ჯაყელებს ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან.

„ჩემი შვილები არიან დაკავებულები – უჩა და ბაჩანა ჯაყელები და თავიანთი მეგობარი ხვიჩა დუმბაძე. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ან იარაღს ჩაუდებდნენ, ან წამალს ჩაუდებდნენ, მსგავსი არაფერი არ ყოფილა, ბიჭები მაინც შეშინდნენ და თვითდაზიანება მიიყენეს ბასრი საგნით ყელის არეში და ხელზე. იმის ეშინოდათ, რამე არ ჩაგვიდონო. გადაიყვანეს კლინიკა „მედინაში“. შემდეგ გადაიყვანეს სამმართველოში. იქიდან ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. განმარტება გააკეთეს, რომ ეს იყო ქურდულ სამყაროსთან კავშირიო. ჩემი შვილები არც კრიმინალები ყოფილან, არც ქურდულ სამყაროსთან და არც ქურდობა უნდოდათ. ესენი იყვნენ ეჭვმიტანილები, რადგან ნათლია ჰყავდათ და ელაპარაკებოდნენ. თენგო თავდგირიძე იყო მათი ნათლია. სად არის სამართალი, უდანაშაულო ხალხს რა დღეში აგდებენ. იქ დედაა, მოხუცია, ორსულია, ბავშვია, არ ითვალისწინებენ. ასე სროლით ამოხვიდე მაღლა და მთელი სადარბაზო შეარყიო?! კი, მესმის, გაჩხრიკე, ჩხრეკის ორდერი გაქვს, არ უარვყოფ მე. დანაშაული აქვს?!- დაიჭირე, მაგრამ უდანაშაულოდ იჭერენ ამას ნამდვილად ვიტყვი“,- განაცხადა ეთერ თურმანიძემ.

კიდევ ერთი დაკავებულის ხვიჩა მიქელაძე/დუმბაძის 68 წლის დედა, არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაშავდა. დაკავებულის ძმის ლაშა მიქელაძის თქმით, მისი დედა სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ითხოვს იმის დასადასტურებლად, რომ ქალს დაზიანებები ნამდვილად გასროლის შედეგად მიადგა.

„სახლში რომ მოვედი და შევიხედე, დედაჩემი იყო ძალიან ცუდად. პოლიციამ არ შემიშვა. სასწრაფოს წარმომადგენლებმა რომ გამოიყვანეს დედაჩემი, დავინახე ფეხი ჰქონდა შეხვეული, ვკითხე, რა ხდება- მეთქი და მესროლესო. ვუთხარი, თუ გესროლეს დედა, არ გავჩერდები, სადაც მისასვლელია, მივალ-მეთქი. მივედით საავადმყოფოში და ცოტა ხანში დაჭრილ ქალბატონს გვატანდნენ სახლში, ახლა კლინიკაშია”, -განაცხადა დაშავებულის შვილმა ლაშა მიქელაძემ.

ცნობისთვის, არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბრიფინგი შსს-ში
  • ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge