Tuesday, May 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

იტალიაში საქართველოს საელჩო ქართველებს აფრთხილებს

February 23, 2020
იტალიაში საქართველოს საელჩო ქართველებს აფრთხილებს

საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული რჩევები გაითვალისწინონ. ამის შესახებ იტალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.

კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ, მოიძიოთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე – http://www.salute.gov.it/nuovocoronavirus, ან იტალიის სამოქალაქო დაცვის ვებგვერდზე – http://www.protezionecivile.gov.it/home

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1500, ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე – 333 8879123, – აღნიშნულია განცხადებაში. უქმეების განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 3-დან 132-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე კორონავირუსით დაინფიცირების 1 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 19-ს მიაღწია.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს ვირუსია ახლა დომინანტური”- ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს აფრთხილებს
  • “შვილზე სექსუალურად ერთი წლის განმავლობაში ძალადობდი… ინფორმაცია ჰქონდა დედასაც”- ირკვევა ახალი დეტალები
  • პოლიტპატიმრების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge